ჯონი დეპის ოჯახი მიმდინარე წელს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ მსახიობის 16 წლის ქალიშვილი, ლილი-როუზი „Chanel“-ის მზისდამცავი სათვალეების რეკლამაში გამოჩნდა, ამჟამად კი თავად ჯონი „Dior“-ის არომატს წარმოადგენს.
სარეკლამო რგოლის პირველი თიზერი ქსელში გამოჩნდა. 13 წამიან ვიდეოში თავად ჯონი არ ჩანს, ისმის მხოლოდ მისი ხმა კადრს მიღმა. სრულად რგოლი მზად 2 სექტემბერს იქნება.
https://www.youtube.com/watch?v=99o3qonrOxo
