LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემი ლივ ტაილერის მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდება

ბრიტანული Vogue-ის თანახმად, დევიდ ბექჰემისა და Belstaff-ის ერთობლივი პროექტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დამნაშავეებია“. ფილმის რეჟისორი ჯერემი ჯასპერია, პროდიუსერი კი – ლივ ტაილერი. შეგახსენებთ, რომ მსახიობი დევიდის უახლოესი მეგობრის, დეივ გარდნერის საცოლეა, ამასთან, ფეხბურთელი ტაილერისა და დეივის ვაჟიშვილის, სეილორის ნათლიაც გახდება.

ფილმი მექსიკაში გადაიღეს და მისი მთავარი თემა სიყვარულია. პარტნიორობას ბექჰემს კეტრინ უოტერსტონი, ჰარვი კეიტლი, კეტი მორიარტი და სხვები უწევენ.

პროექტის პრემიერა 21 სექტემბერს ლონდონში შედგება.