ფილმების „დასაწყისი“ და „ზაფხულის 500 დღე“ ვარსკვლავი ჯოზეფ გორდონ ლევიტი მამა გახდა. მსახიობსა და მის მეუღლეს ვაჟი ეყოლა.
ჯოზეფმა და მისმა მეუღლემ, ტაშა მაკკოლეიმ ერთმანეთი 2013 წელს გაიცნეს. წყვილმა ქორწილი ახალ 2015 წელს გადაიხადა, ცერემონიის დეტალები კი საიდუმლოდ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ტაშას არანაირი შეხება არ აქვს კინოინდუსტრიასთან, ის კომპანია Fellow Robots-ის გენერალური დირექტორია, რომელიც NASA Research Park-თვის ტექნიკის წარმოებით არის დაკავებული.
