კენსინგტონის სასახლემ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პაპარაცებს მეტი თავშკავებისკენ მოუწოდებს. კონკრეტულად კი, მათი სურვილია ნაკლები ყურადღება გამოიჩინონ პრინც ჯორჯის მიმართ.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლები თვლიან, რომ უკანასკნელ დროს პაპარაცები ყველანაირ ზღვარს გასცდნენ და მათი ზედმეტი ყურადღება უკვე საშიშიც კი ხდება. უკვე რამდენიმე თვეა ფოტოგრაფები პრინცსა და მის ძიძას გამუდმებით ადევნებენ თვალ-ყურს, უსაფრდებიან პარკს, სადაც ისინი სეირნობენ, დაჰყვებიან მანქანებს, რითიც ოჯახის წევრები გადაადგილდებიან და ა.შ.
წერილში ასევე ნათვქამია, რომ ბევრი გამოცემა შემდეგ ამ ფოტოებს ბეჭდავს. კენსინგტონის განცხადება ამ გამოცემების ხელმძღვანელებს უკვე გადაუგზავნეს.
