11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი ერთმანეთს დაშორდნენ. უკანასკნელად წყვილი 9 ივნისს ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ რესტორანში ნახეს, სადაც ისინი ჩვეულებრივად იქცეოდნენ.
მეგანმა და ბრაიანმა 2010 წელს იქორწინეს, მანამდე კი 6 წლის განმავლობაში ერთმანეთს ხვდებოდნენ. 2012 წელს წყვილს პირველი, ხოლო 2014 წელს მეორე ვაჟიშვილი შეეძინა.
