LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკი მინაჟის ცვილის ორეულს სპეციალური დაცვა დასჭირდა

რამდენიმე კვირის წინ „მადამ ტიუსოს“ მუზეუმში ნიკი მინაჟის ცვილის ფიგურა გამოჩნდა. მომღერლის გამოსახულება კლიპიდან „Anaconda“ იმ იმედით გადმოიტანეს, რომ ფიგურა დამთვარიელებლების ყურადღებას მიიპყრობდა.

ასეც მოხდა. პოზა, რომლითაც მინაჟი არის გამოსახული, ვიზიტორებმა სხვადასხვა ასპექტში განავრცეს და ინტერნეტში შესაბამისი ფოტოები განათავსეს. საბოლოო ჯამში სპეციალურად ნიკი მინაჟის ცვილის ორეულისთვის სპეციალური დაცვის დამატება გახდა საჭირო.

თავად მომღერალს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.