გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ კომპანია „Eventer”-ის დამფუძნებელი აბელ გაფრინდაშვილი და თანაორგანიზატორი ირაკლი კახნიაშვილი იყვნენ.
– მოგვიყევით თქვენი სიახლის შესახებ, რა ხდება 4 ივნისს?
– მინდა გავაჟღეროს ეს ინფორმაცია, 4 ივნისს, სპორტის სასახლის დარბაზში კომპანია „Eventer” აკეთებს დიდ ლაივ-კონცერტს, ჩამოგვყავს ტიმატი და L’One, ასევე კიდევ რამდენიმე მომღერალიც, რომელთა ვინაობას ამ დროისთვის არ ვახმაურებთ, რადგან ეს არის სიურპრიზი. იქნება გრანდიოზული შოუ. ყველას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე შეიძინონ ბილეთები, რადგან წინ უდიდესი სიამოვნება გელოდებათ.
– სად შეიძლება ბილეთების შეძენა?
– თითქმის მთელს საქართველოში. ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში ვუკეთებთ რეალიზაციას, რა თქმა უნდა, თბილისში ბილეთების შეძენა სპორტის სასახლის სალაროებში, biletebi.ge-ზე და სხვადასხვა ფასდაკლების საიტებზე არის შესაძლებელი. ფასი კი 35 და 55 ლარს შეადგენს, ადგილების შესაბამისად.
კონცერტის შემდეგ საღამოს დიჯეი გააგრძელებს, რომლის შერჩევაც ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ხანგრძლივობა იქნება 2,3 საათი და დაიწყება 21 საათზე.
– ასაკობრივი ზღვარი თუ იქნება საღამოზე?
– არა, ერთადერთი არის ის, რომ ვიაიპი ზონაში, სადაც არის ბარის მომსახურება, იქ შეიზღუდებიან 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები, ალკოჰოლთან დაკავშირებით.
– როგორც ცნობილია, კონცერტზე შედგება ახალი ალბომის პრეზენტაცია…
– დიახ, ეს იქნება სრულიად ახალი ალბომი, რომელიც ყველასთვის უცნობ სიმღერებს შეიცავს, სხვა დეტალები დისკის შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებულია და სიურპრიზად დავტოვებთ.
.
– რაც შეეხება კომპანია „Eventer”-ს, მოგვიყევით, როდის დაარსდა და გაგიკეთებიათ თუ არა აქამდე მსგავსი საღამოები?
– კომპანია არის ახალი დაარსებული, თუმცა მისი თანამშრომლები საკმაოდ კვალიფიცირებული ხალხია, რომლებსაც თავის დროზე არაერთი მნიშვნელოვანი ივენთი დაუგეგმავს. ეს ჩვენი კომპანიის პირველი სერიოზული ნაბიჯია და იმედია ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ეს ჩანაფიქრში გვაქვს. მომავალში ბასტას ჩამოყვანაა ჩვენი გეგმა.
– მოგვიყევით ბასტასთან დაკავშირებით…
– ეს იქნება 22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში. ეს არის სეზონის პიკი და ვიმედოვნებთ, რომ ივენთი ძალიან კარგი იქნება.
– წარმატებებს გისურვებთ.
გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები კომპანია DPM (Different Plant Music)-ის წარმომადგენელი გიორგი თორაძე იყო.
– მოგვიყევით თქვენს დაგეგმილ ივენთზე…
– 5 და 6 ივნისს, Gino Paradise-ში ვგეგმავთ გრანდიოზულ კონცერტებს. 5 ივნისს იქნება მომღერალი Dante და 6-ში – DJ Phonique. ორივე მათგანზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ქართველი მოსახლებისგან. ორივე ივენთი დაიწყება 22 საათზე და გაგრძელდება დილის 6 საათამდე ან უფრო გვიანობამდე.
– რატომ Gino Paradise?
– ხალხის რაოდენობის მხრივ ეს ადგილი საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა. აქ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაეტევა და სწორედ ამ რაოდენობას ველოდებით ჩვენც.
– რა ეღირება ბილეთი და სად შეიძლება მათი შეძენა?
– ერთ დღიანი ბილეთის ფასი 25 ლარს შეადგენს, ორ-დღიანი კი – 40 ლარი ღირს. მათი შეძენა კი მხოლოდ მცხეთის ქუჩაზე, N17-ში იქნება შესაძლებელი, ასევე ადგილზეც, ივენთზე.
– ასაკობრივი ზღვარი თუ გაქვთ დაწესებული?
– დიახ, ჩვენ ჩვენს მსმენელს პატივს ვცემთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიაროს, რაც შეიძლება სწორედ ამ კუთხით მოყვეს.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ბათუმში ვგეგმავთ Routე 94-ის ჩამოყვანას, ეს ფესტივალიც 2 დღიანი იქნება, მეორე დღეს კი Grammatik-ს ვუმასპინძლებთ. აგვისტოს ბოლო რიცხვებში ვგეგმავთ ამ სიახლეს.
