გადაცემის სტუმარი ივენთ-კომპანია Genetix-ის დამფუძნებელი, ადრიან გრეჩი და პიარ-მენეჯერი, გიორგი კაკოიშვილი იყვნენ.
– ვიცი, რომ ეს არის უცხოური პროექტის ნაწილი, როდის და სად გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა?
გიორგი: პროექტი დაიწყო მალტაში, 80-იან წლებში და იგი მოიცავდა ბევრი არტისტის ადგილზე ჩაყვანას, ეს იყვნენ ტექნო-მუსიკის ლეგენდები.
– ადრიან, რატომ საქართველო?
– ეს იყო ჩემი უნივერსიტეტის პროექტი, უნდა მომეძებნა შესაბამისი ბაზარი, რუკაზე ვიპოვე საქართველო, როგორც სრულიად ახალი ლოკაცია ამ ინდუსტრიისთვის და რაც მთავარია განვითარებადი.
– ვისგან გაიგეთ საქართველოს შესახებ ან თუ იცოდით რომელიმე ქართველი არტისტი?
– მსმენია დიჯეი ჟორჟიკის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი პიონერი და ნოვატორია ქართული ელექტრონული მუსიკის სამყაროში. მქონდა ინფორმაცია საქართველოზე ინტერნეტიდან და რაც აქ ჩამოვედი დავრწმუნდი ამაში.
– როდის ჩამოხვედი საქართველოში და როდის დაიწყე შენი ბიზნესი?
– მეორედ ვარ საქართველოში, პირველად იანვარში ჩამოვედი, ახლა დაახლოებით თვენახევარია რაც აქ ვარ. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.
– სპონსორები თუ გყავთ?
– ამ ეტაპზე არ გვყავს, რადგან ჩვენ ახალი კომპანია ვართ. იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან აქ უდიდეს პოტენციალს ვხედავ.
– რაც შეეხება კომპნიას, როგორც ვიცით, თქვენ არ შემოიფარგლებით კონკრეტული საღამოების მოწყობით და აპირებთ გახსნათ დიჯეინგის სკოლა….
გიორგი: დიახ, ვაპირებთ, უკვე გვყავს მოსწავლეები. გვექნება რეკორდ-სთორი აღჭურვილობით. ადრიანი არის abelton live-ის ლიცენზირებული წარმომადგენელი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს.
– თქვენთან კურსის გავლის შემდეგ, მიიღებს თუ არა ადამიანი სერთიფიკატს ან საბუთს?
ადრიანი: დიახ, ჩვენს კომპანიაში კურსდამთავრებული ადამიანი მიიღებს მსოფლიოში აღიარებულ ოფიციალურ ლიცენზიას, ასევე გავატარებთ პროდიუსინგის კურსს. უკვე გვყავს 5 მოსწავლე. პირველ რიგში ჩვენ ვასწავლით მათ ვინილზე, შემდეგ კი მათ დიგიტალიზებულ ვერსიებზე. 3 თვიანი კურსი ღირს 400 ლარი.
– რამდენად მოთხოვნადია დღეს ვინილზე დაკვრა?
– ვინილი ისევ ბრუნდება ელექტრონულ ინდუსტრიაში, რადგან თრექი პირველ რიგში ვინილზე იწერება, რადგან მას მაღალი ხარისხი აქვს. ბევრი არტისტი დღემდე მას იყენებს.
– რითი იწყება თქვენი ივენთების სერია?
– ეს იქნება 15 მაისს, ქართული ფილმის მე-5 პავილიონში, გვეყოლება Shifted და Len Faki – ორივე დღევანდელ ტექნო-ინდუსიტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არტისტები. Len Faki საქართველოში იქნება პირველად. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესება გამოხატა ამ ყველაფრის მიმართ.
– არ გიცდიათ სპონსორების მოზიდვა?
გიორგი: მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოვიდა.
გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი ივენთ-კომპანია Genetix-ის რეზიდენტ დიჯეი თოკა კაკაბაძე იყო.
– როგორ შედგა შენი კოლაბორაცია ამ ჯგუფთან?
– ადრიანმა მიპოვა თვითონ, soundcloud-ის საშუალებით. რაც შეეხება 15 მაისის ივენთს, იქ მე ადრიანთან ერთად დავუკრავ.
– რომელი ქართველი არტისტები შედიან კიდევ ამ ჯგუფში?
– ჟორჟიკა, ბექა ღონღაძე, ზიტო, BMI და ა.შ.
– რამდენად ერთვები დიჯეინგის სკოლაში?
– ვისწავლი ლეპტოპ-დიჯეინგს, სხვა მხრივ იქ სწავლას არ ვაპირებ.
– შენს შემოქმედებაში თუ არის სიახლეები?
– არ ვჩერდები, ყოველთვის ვმუშაობ და ვქმნი მუდმივად ახალს.
– წარმატებებს გისურვებთ.
