კრისტიან ბეილი რობერტ დე ნიროსთან ერთად იტალიელი კონსტრუქტორის, ენცო ფერარის ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მონაწილოებას მიიღებს. პორტალ Deadline-ის ცნობით, მსახიობმა თანხმობა უკვე განაცხადა.
ამ დროისთვის უცნობია, ვის განასახიერებს კრისტიანი. არსებსბ ვარაუდი, რომ ის ახალგაზრდა ენცო ფერარის როლს შეასრულებს.
ფილმის რეჟისორად მაიკლ მანია დანიშნული. რაც შეეხება დე ნიროს, მთავარი როლის გარდა, ის ფილმის პროდიუსერადაც მოგვევლინება.
