სუპერმოდელ ნაომი კემპბელს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. როგორც აღმოჩნდა, კემპბელს ჰყავს ორეული, რომელიც ცნობილ „შავ ავაზას“ ვიზუალში არაფრით ჩამოუვარდება.
საუბარია 32 წლის ლირის კროსზე – გოგონაზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო მოდისა და შოუ-ბიზნესის დაპყრობას ცდილობს. თავისი სუპერმოდელი ორეულისგან იგი მრგვალი ფორმებით გამოირჩევა. ამ დროისთვის მასზე ცნობილი ის არის, რომ მცირე ასაკიდანვე, როდესაც მოდელობაზე ოცნებობდა, შესაბამისი პარამეტრებით ვერ იწონებდა თავს, თუმცა, მისი მიზანი მაინცდამაინც ამ სფეროში თავის დამკვიდრება იყო.
ამჟამად ის სულ უფრო უახლოვდება თავის ოცნებას – უკვე მუშაობს ჰოლივუდში და მისი სახელი არც ისე ცოტამ იცის. კროსის თაყვანისმცემლების რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება.
