კრიშტიანუ რონალდუს უფროსი და, 38 წლის ქეით ავერიო „ევროვიზიაზე“ მშობლიურ პორტუგალიას წარადგენს. ფეხბურთელის დამ ზედმეტსახელად რონალდა აირჩია და და შესარჩევ ტურში განაცხადიც შეიტანა.
მუსიკალური ექსპერტების ვარაუდით, მომღერალს არამარტო კონკურსზე მოხვედრის, არამედ მაღალი პოზიციების დაკავების დიდი შანსიც აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის კომპანია RedOne-ის პროდიუსერია, სწორედ ამ უკანასკნელმა აღმოუჩინა სამყაროს ლედი გაგა. მეორე რიგში კი, იგი თანადგომას ცნობილი ძმის თაყვანისმცემლებისგანაც მიიღებს.
