LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

National Enquirer: ანჯელინა სასწრაფოდ გადასარჩენია

ამერიკული გამოცემა Life & Style გამუდმებით წერს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შესახებ. ივლისში ჟურნალის ფურცლებზე გამოჩნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ წყვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა განქორწინება, თუმცა, საქმე აქამდე არ მივიდა, რადგან მაშინ პიტის დედა, ჯეინ ეტა ჩაერია. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ჯეინი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოჯახი გადაარჩინოს.

ამჯამად კი ცნობილი ხდება, რომ მთელი ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, შესაბამისად საქმეში არც ბრედ პიტის დედა ჩარეულა. უჩივლებს თუ არა გამოცემას ცნობილი ოჯახი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მანამდე კი მორიგმა გამოცემამ, National Enquirer-მა ასევე მოამზადა სპეციალური სტატია ანჯელინა ჯოლის შესაძლო დაავადებაზე, სადაც ნათვქამია, რომ ლამაზმანი სასწრაფოდ გადასარჩენია.

„მეგობრები შიშობენ, რომ ჯოლის ორი წლის სიცოცხლე დარჩა, ბავშვები კი ბრედს გამუდმებით ეკითხებიან, რას იზამენ, როდესაც დედა აღარ ეყოლებათ“, – ნათვამია National Enquirer-ის სტატიაში.