59 წლის კრის ჯენერი, კარდაშიან-ჯენერების ცნობილი რეალითი შოუს იდეის ავტორი და პროვოკაციების დიდოსტატია. ამბობენ, რომ სწორედ მან ასწავლა კიმს, როგორ მიიქციოს ყურადღება და გაიზარდოს თაყვანისმცემლების რაოდენობა. თავად კრისს ადვილად გამოსდის საზოგადოების გაოცება.
გუშინ, მის „ინსტაგრამზე“ საკმაოდ უცნაური ფოტო გამოქვეყნდა ჯენიფერ ლოურენსთან ერთად. კრისმა მსახიობს დაბადების დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ღამისთვის, რომელსაც არასოდეს დაივიწყებს. ფოტოს ავტორი ჯენერის ახალგაზრდა ბოიფრენდი, 34 წლის კორი გემბელია.
ჯენიფერ ლოურენსი კარდაშიანების რეალითი – შოუს დიდი ხნის თაყვანისმცემელია – ამის შესახებ კიმმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
