ნიკოლ შერზინგერმა „ინსტაგრამზე“ დასვენების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მომღერალი შვებულებას მალიბუზე მეგობრების გარემოცვაში ატარებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკოლმა ედ შირანთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. გაჩნდა მოსაზრება, რომ წყვილს რომანტიული ურთიერთობები აკავშირებს, თუმცა, ამის შესახებ არცერთი ვარსკვლავის წარმოამდგენელი კომენტარს არ აკეთებს.

