შაკირა მუსიკალურ სამყაროში დაბრუნებას გეგმავს. მანამდე კი კოლუმბიელი მომღერალი სოციალურ ქსელში ოჯახის წევრების ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნებას განაგრძობს. ამჯერად მომღერალმა უმცროსი ვაჟის, საშას ფოტო გამოაქვეყნა.
„დაწერო მუსიკა და გაზარდო შვილები – ეს არის პრობლემა. მაგრამ კარგი პრობლემა, არ ვწუწუნებ. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე. ახლა ვცდილობ ვიპოვო ბალანსი და დრო, როგორ მოვახდინო ჩემი მიზნების რეალიზაცია“ – განაცხადა შაკირამ.

