LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქორწინებიდან ერთი წელი გავიდა

23 აგვისტოს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქორწინებიდან ერთი წელი გავიდა. წყვილმა ურთიერთობა ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ დააკანონა. ქორწილი საფრანგეთში გაიმართა და მას მსახიობების უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. ჯოლის საქორწინო კაბა კი მისი შვილების ნახატებით იყო გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ ჯოლისა და პიტის რომანი 2005 წელს „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე დაიწყო. მაშინ ბრედი ჯენიფერ ენისტონის მეუღლე იყო, თუმცა ის მას მალევე დაშორდა. წყვილი ექვს შვილს ზრდის.