ედ შირანი მუსიკალურ კარიერაში პაუზას აიღებს. ამ დროის განმავლობაში კი ის ქველმოქმედებით დაკავდება. 2015 წლის სექტემბრიდან ედი მშობლიურ ქალაქ ფრალმინგემში გაემგზავრება, სადაც საქველმოქმედო მაღაზიაში გამყიდველად იმუშავებს. შემოსული თანხა კი მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსა და პენსიონერებს მოხმარდებათ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შირანი ასე იქცევა: ცოტა ხნის წინ მან მთელი თავისი სასცენო კოსტუმები საქველმოქმედო ჰისპისში „Elizabeth Hospice“ ჩააბარა, რომელიც ასევე ფრალმინგემში მდებარეობს. მისი თქმით, მშობლიურ კუთხეს ის იქამდე დაეხმარება, სანამ ამისი ძალა და საშუალება ექნება.
