ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის შვილების ყოფილი ძიძის, კრისტინ ოუზუნიანის მოულოდნელი პოპულარობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცუდი რეკლამა ხშირად კარგზე ეფექტურად მუშაობს. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ კრისტინი რიგითი ძიძა იყო, ცნობილი სკანდალის შემდეგ კი მისი სახელი მსოფლიო ყვითელ პრესას მოედო და შემოსავალმაც ბუნებრივია, მკვეთრად იმატა.
კრისტინს ეროტიულ ფილმში „Batman v Superman XXX: An Axel Braun Parody“ მონაწილეობის სანაცვლოდ მილიონ დოლარს სთავაზობენ. ყოფილ ძიძას პასუხი ჯერ არ უთქვამს.
შეგახსენებთ, რომ ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა დაშორების შესახებ 1 ივლისს განაცხადეს. წყვილი ერთად 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე ოჯახადაც ითვლებოდა. გაშორების პირველი და ძირითადი მიზეზი ბენის ალკოჰოლისა და აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება გახდა, მოგვიანებით კი ყველაფერი აფლეკისა და ძიძის რომანმა გაამწვავა. ჯენიფერმა მაშინვე გაათავისუფლა ბავშვების მომვლელი. მიუხედავად ბენის მხრიდან მუდმივი უარისა ამ ბრალდების მიმართ, მისი და კრისტინის ფარული შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები მალევე გამოქვეყნდა.
