გია გაჩეჩილაძის, ანუ უცნობის ახალი კლიპი უკვე დევს „იუთუბზე“. ის მეგობრების თხოვნით გადაიღო, რომელთაც ბათუმში გასართობი ცენტრი აქვთ. უცნობიც იქ საქმიანობს და კონცერტების დაგეგმვაში მონაწილეობს. ვკითხეთ, თავად ხომ არ აპირებს კონცერტის გამართვას.
გია გაჩეჩილაძე:
სიმღერა „ვერანდა“ თავად დავწერე, ტექსტიც და მუსიკაც. ბათუმში სამი დღე მიმდინარეობდა კლიპის გადაღება. რეჟისორი გახლავთ გიორგი ქვლივიძე, ოპერატორი: აჩიკო ახვლედიანი.
სამსართულიანი გასართობი ცენტრია და მესამე სართულზე ვერანდაა, სადაც ცოცხალი კონცერტები იმართება. ამის დაგეგმვაში, მეგობრების თხოვნით, მე ვმონაწილეობ.
თავადაც ხომ არ აპირებთ კონცერტის გამართვას?
ჯერჯერობით არა.
სხვა სიმღერებიც ხომ არ გაქვთ მზად?
არა, ეს უბრალოდ, მეგობრების თხოვნით დავწერე. ჯერ არანაირი გეგმა არ მაქვს.
