LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძისა და ნოდიკო ტატიშვილის ერთობლივი კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე

Ardaidardo.Ge25 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთის კორტები დიდი ხნის მეგობრებს, ნოდიკო ტატიშვილსა და სალომე ბაკურაძეს უმასპინძლებს. ისინი ერთობლივ კონცერტს დღეს საღამოს გამართავენ. მათ აკომპანირებას გაუწევს დავით ილურიძის ბენდი.

 

სალომესა და ნოდიკოს საკმაოდ დიდი პროგრამა აქვთ მომზადებული მაყურებლისთვის. ისინი სცენაზე ორი საათის განმავლობაში იდგებიან და შეასრულებენ როგორც საკუთარ ჰიტებს, ასევე ცნობილი სიმღერების ქავერებს. ყველა იმ სიმღერას, რომელიც მსმენელისთვის კარგად არის ნაცნობი.