ჯგუფ `Fugees`-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ყოფილი წევრი, ცნობილი პროდიუსერი და რეპერი, ვაიკლეფ ჟანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. ის „ბრავო რეკორდსში“ ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა. როგორც შევიტყვეთ, მუსიკოსი თბილისში ბერასთან ერთობლივი პროექტისთვის ჩამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით მეტი დეტალი არ არის ცნობილი. თავად მისი სტუმრობაც გაასაიდუმლოეს.
ბერასა და ვაიკლეფის ერთობლივი ფოტო ახლახან გავრცელდა „ფეისბუქზე“. ის ნინი შენგელიამ განათავსა საკუთარ გვერდზე. ნინი „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებლის, ზაზა შენგელიას შვილი გახლავთ.
