2015 წლის კინოშედეგების შეჯამებამდე კიდევ რამდენიმე თვე დარჩა, თუმცა კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ფედერაციამ უკვე დაასახელა ”შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა” წლის საუკეთესო ფილმად.
ფედერაცია, რომელშიც 50 ქვეყნის 493 წარმოამდგენელია გაერთიანებული, საკმაოდ წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა, რომელმაც თავის დროზე პედრო ალმოდოვარის, პოლ ტომას ანდერსონის და ჟან-ლუკ გოდარის ნამუშევრები აღნიშნა პრემიებით.
