მაილი საირუსის ყოფილმა შეყვარებულმა და კინოსაგის ”მშიერი თამაშები” ვარსკვლავმა ლიამ ჰამსვორტმა საკუთარი თაყვანისმცემლები Instagram-ში გამოქვეყნებული ფოტოებით გაახარა.
25 წლის ჰამსვორტი ფოტოებზე მისს პიგისთან – ”მაპეტ-შოუს” მთავარ ლამაზმანთან ერთად პოზირებს. სხვათაშორის, სექტემბრის ბოლოს აშშ-ში განახლებული სერიალის პრემიერა შედგება, რომელშიც მთავარ როლებს ისევ ”გლამურული” გოჭი მისს პიგი და ბაყაყი კერმიტი შეასრულებენ.
სიახლები ლიამ ჰამსვორტსაც საკმაოდ ბევრი აქვს – სექტემბერში ფილმის ”მშიერი თამაშები” დასკვნითი ნაწილი ჩაეშვება გაქირავებაში, ოქტომბრის დასაწყისში კი, ავსტრალიური დრამის ”მკერავი ქალი” პრემიერა შედგება.

