LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთნო ჯაზბენდი „ირიაო“ გასტროლზე უკრაინაში გაემგზავრა

Ardaidardo.Geეთნო ჯაზბენდი „ირიაო“ ორ წელიწადზე მეტია შეიქმნა და შვიდ წევრს აერთიანებს. ჯგუფი კომპოზიტორ დავით მალაზონიას მიერ ქართული ფოლკისა და ჯაზის ჟანრში შექმნილ კომპოზიციებს ასრულებს. მათ რეპერტუარში ასევე არის რამდენიმე ცნობილი სიმღერის ახლებური ვერსიაც. მათ შორის „ჩონგური საქართველოა“, რომელიც 26 მაისის ღონისძიებაზეც შეასრულეს, რუსთაველზე გამართულ კონცერტზე.

 

„ირიაო“ უკრაინაში გასტროლზე იმყოფება. მათ ოთხ სხვადასხვა ქალაქში ოთხი გამოსვლა ელოდებათ. ამჟამად კიევში არიან, შემდეგი გაჩერება ლვოვია, ვინიციში ქალაქის დღესასწაულზე უკრაინელ არტისტებთან ერთად გამოვლენ, ოდესაში კი სოლოკონცერტი ექნებათ.

ოქტომბერში „ირიაოს“ კიდევ ერთი გასტროლი ელოდება, ისრაელში. თელ-ავივის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში ჯგუფი პირველად წარდგება იქაური მსმენელის წინაშე.

ნინო მურღულია