მონიკა ბელუჩი სექტემბრის Marie Claire-ის გარეკანზე გამოჩნდება. ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ლამაზმანმა დედობასა და „ბონდიანას“ შესახებ ისაუბრა.
ბონდის გოგონას შესახებ: „ბედნიერი ვარ, რომ „სპექტრის“ ნაწილი გავხდი და დენიელ კრეიგთან თანამშრომლობის საშუალება მომეცა. ოცნებაც კი არ შემეძლო ოდესმე, რომ ბონდის გოგო გავხდებოდი. მადლობა სემ მენდესს ამ შეთავაზებისთვის“.
დედობის შესახებ: „ვფიქრობ, რომ ყველაფერს გვიან ვაკეთებ. პირველი შვილი 39 წლის ასაკში მეყოლა, 50 წლისამ „ბონდიანაში“ მივიღე მონაწილეობა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს სწორ დროში შევარჩიე. ჩემი ქალიშვილების დაბადება საუკეთესოა, რაც გადამხდენია. ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი გავიგე. დედობა მეხმარება ყველაფერს სხვაგვარად შევხედო და ჯანმრთელობასც უფრო ძვირად ფასობს ამ დროს, ვიდრე მანამდე“.
