LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპი: მე მოვკალი და შევჭამე ჩემი ძაღლები

სკანდალი, რომელიც ჯონი დეპის გარშემო ავსტრალიაში ძალების უკანონო შეყვანას უკავშირდებოდა, ამ დრომდე არ აძლევს მსახიობს წყნარად ცხოვრების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოთხოვნა მალევე დაკმაყოფილდა და ცხოველები კონტინენტიდან უმოკლეს ვადაში გაიყვანეს, ჟურნალისტები ჯერ კიდევ ინეტერსდებიან მომხდარის დეტალებით.

ვენეციის კინოფესტივალზე ფილმის „შავი მესა“ პრეს-კონფერენციაზე, დეპს კვლავ დაუსვეს კითხვა ძაღლებზე. რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ კი მსახიობმა უპასუხა: „მე მოვკალი ჩემი ძაღლები და შევჭამე ისინი. ვიღაცის მითითებას დავუჯერე, რომელიც არც კი მინახავს“ – სრული სერიოზულობით განაცხადა დეპიმ. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ეს მსახიობის მორიგი ხუმრობა აღმოჩნდა.