2009 წელს MTV VMA-ის დაჯილდოებაზე ცნობილი ინციდენტის შემდეგ, როდესაც კანიე ვესტმა „ქალის წლის საუკეთესო ვიდეოს“ ნომინაციაში სვიფტის გამარჯვება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ჯილდო ბიონსეს ეკუთვნოდა, ბევრს წერდნენ მუსიკოსების დაძაბულ ურთიერთობაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავად სვიფტი ამ შემთხვევაზე პრესასთან არასოდეს საუბრობდა.
წელს, MTV Video Music Awards-ზე მომღერლები ბევრჯერ დააფიქსირეს ერთად, მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთს სცენაზე გადაეხვივნენ.
ამ დღეებში კი, კანიე ვესტმა ტეილორ სვიფტს უზარმაზარი ყვავილების თაიგული გაუგზავნა. ფოტო სვიფტმა “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე მაშინვე გააზიარა.
