LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემ სმიტის ალბომმა The Beatles-ის რეკორდი მოხსნა

სემ სმიტის ალბომმა „In The Lonely Hour“ სადებიუტო დიკსებს შორის რეკორდი დაამყარა. ალბომი 67 კვირის მანძილზე დიდი ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი ალბომების ათეულში იმყოფებოდა. 2014 წლის მაისიდან დისკი ტოპ-ათეულიდან არ ჩამოსულა.

წინა რეკორდი ემილი სანდეს ეკუთვნოდა, მისი დისკი „Our Version Of Events“ 66 კვირის მანძილზე დარჩა ათეულში. მანამდე კი საუკეთესო მაჩვენებელი The Beatles-მა დააფიქსირა 50 წლის წინ ალბომით „Please Please Me“ (62 კვირა).

ამას გარდა, „In The Lonely Hour“ ერთადერთი დისკია, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში 2014 წლის განმავლობაში მილიონი ეგზემპლარის ოდენობით გაიყიდა. ამ მომენტისთვის ალბომის მსოფლიო გაყიდვები 8,5 მილიონ ასლს შეადგენს.