LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარული გადაგვარჩენს“ – ზღვისპირა ქალაქს კიდევ ერთი ახალი ნახატი ამშვენებს

Ardaidardo.Ge„ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში ქუჩის არტის ფესტივალი გრძელდება. ბათუმში ხუთი კედელი მოიხატა, ქალაქის სხადასხვა უბანში და დამსვენებლების ყურადღება მიიქცია. ერთი კვირის განმავლობაში ტურისტებსა და ბათუმელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ხატვის პროცესისთვის თვალი მიედევნებინათ.

 

ამ პროექტის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს კიდევ ერთი ორიგინალური ნახატი შეემატა. გოგებაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კედლის მოხატვაზე გელა წულაძემ, გიორგი ჩაუშბამ და ირაკლი ადეიშვილმა იზრუნეს. ერთი ამოსუნთქვით შესრულებულ ნამუშევარზე, სტრიტ არტის გამოყენებით, გული, ზღვა და გემი გამოსახეს. სტრიტ არტის ფესტივალის ბოლო ნახატი მხატვრებმა „ბათუმობის“ დღესასწაულს მიუძღვნეს დევიზით „სიყვარული გადაგვარჩენს“.

შეგახსენებთ, რომ მხატვარ გელა წულაძის თაოსნობით 22 აგვისტოს, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში,  “აბრეშუმის გზის” მხარდაჭერით, “მაგების ფონდის” გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  აბრეშუმის თავსაფრების კოლექცია, რომელზეც მე-20 საუკუნის თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებია დატანებული.  ზღვისპირა ქალაქი გამოფენას „ჰით ბათუმი 2015“-ის  ფარგლებში სექტემბრის ბოლომდე უმასპინძლებს.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge