LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ეროვნული დრამატურგიის III თეატრალური ფესტივალი გაიხსნება

Ardaidardo.Geსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრში, ეროვნული დრამატურგიის III თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება

 

 

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ფესტივალს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით “ამბავი ვეფხვისა და მოყმისა” გახსნის.

 

მათივე ინფორმაციით, წელს, ეროვნული დრამატურგიის III თეატრალურ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14 თეატრი მონაწილეობს. 3 კვირის განმავლობაში მაყურებლისთვის სპექტაკლებს გამართავს თბილისის, გორის, რუსთავის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმის და მესხეთის თეატრის დასები.

ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ქალაქ ახალციხის მერიისა და ,,რეჟისორთა ლიგის” ინიციატივით დაარსდა.

Ardaidardo.Ge