LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tbilisi Photo Festival 25 სექტემბერს გაიხსნება

Ardaidardo.Ge25 სექტემბერს აბანოთუბანში  Tbilisi Photo Festival სამი უცხოელი ფოტოხელოვანის გამოფენით გაიხსნება, რომელიც ომის თემას ეძღვნება. „ომის შემდგომ ისტორიებს“, საკუთარ ფოტოაპარატზე ასახულს, ვიტაუტას სტანიონისი, მიხალ ივანოვსკი და ინდრე შერპიტიტი წარმოგვიდგენენ.

 

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში შესანიშნავი ფოტოგრაფების, ანტუან დ’აგატასა და ალექს მაიოლის ნამუშევრების დათვალიერებასაც შევძლებთ.

26 სექტემბერს ღონისძიების საკვანძო მომენტი დადგება. მეექვსე წელია, მას შემდეგ, რაც ფოტოფესტივალი დაფუძნდა, მისი სტუმრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თავშეყრის ადგილი ძველი თბილისია, სადაც რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის გუდიაშვილზე, შარდენსა და მეიდანზე დაიდგმება ეკრანები, სადაც მთელი ღამის განმავლობაში, „ფოტოგრაფიის ღამის“ ფარგლებში, 300-მდე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფის ნამუშევრებს უჩვენებენ.

ერთკვირიანი ფესტივალის მიმდინარეობისას, ასევე, შეძლებთ ექვსი უცხოელი ფოტოჟურნალისტი ქალბატონის ღია დისკუსიაზე დასწრებას, მწერალთა სახლში, სადაც მისვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფოტოჟურნალისტები ცხელ წერტილებში მუშაობის გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

ნინო მურღულია