LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორ მღერის ამერიკელი ბიჭი ქართულ საგალობელს

Ardaidardo.Geმუსიკოსი პაპუნა შარიქაძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს საინტერესო ვიდეოს, სადაც ამერიკელი სემ კენოფი, მასთან და მის მეგობარ, სოსო გელოვანთან ერთად, ქართულ საგალობელს – „ქრისტე აღდგა“ ასრულებს…

 

აი, რას წერს პიანისტი: „ბოსტონში გამოჩნდა ერთი ჯიგარი – სემი, რომელიც თურმე დიდი ხანია, უსმენს ქართულ ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს. ჰოდა… მოგვწერა, მოვიდა ჩვენთან და ვისწავლე „ქრისტე აღდგა“ და „შენ ხარ ვენახი“… გაგიჟებული იყო…  რაც უფრო მეტს ვმღერი, უფრო და უფრო მომწონსო გვეუბნებოდა.

მოკლედ, ამ გენიალურ საგალობელს ვუძღვნით საქართველოს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს მაგრად…“

გთავაზობთ ვიდეოს.