LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ფეხმძიმედ კეიტ მიდლტონი?

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო ჭორები არ ცხრება. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წერდა დასავლური პრესა კეიტ მიდლტონის შესაძლო ავადმყოფობის შესახებ, ამჯერად კი ახალი ვერსია გაჩნდა. კემბრიჯის ჰერცოგინია უკვე რამდენიმე თვეა არ ჩნდება საზოგადოების წინაშე. არსებობს ვარაუდი, რომ პრინც უილიამის მეუღლე მესამე ბავშვზეა ორსულად.

გამოცემა Hollywood Life-ის ცნობით, 33 წლის კეიტის გეგმებში კიდევ ორი შვილის გაჩენაა, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ 4 თვის წინ მშობიარობის შემდეგ, ის კვლავ ორსულად იყოს.

მეორე ვერსიით, მიდლტონის ეს საქციელი დეპრესიას უკავშირდება. ამ ეტაპზე კენსინგტონის სასახლე ამ ვარაუდებზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.