LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდება თუ არა დევიდ ბექჰემი მომდევნო ჯეიმს ბონდი?

მსოფლიოში ცნობილი სუპერაგენტის, აგენტ 007-ის 25-ე ეპიზოდის გარშემო საუბარი აქტიურ ფაზაში შედის. ცოტა ხნის წინ დასავლურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მორიგი აგენტი 007 ტომ ჰარდი გახდება.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ეს დევიდ ბექჰემია. სპორტსმენის ფანების აზრით, დევიდი საუკეთესო კანდიდატურაა ამ როლისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ დათანხმდა გაი რიჩის ფილმში „მეფე არტური“ მონაწილეობას. დააკმაყოფილებენ თუ არა ფანების მოთხოვნას და გახდება თუ არა ბექჰემი მომდევნო ჯეიმს ბონდი, ამას დროთა განმავლობაში ვიხილავთ.