LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოცენტრი ახალ კონკურსს აცხადებს

Ardaidardo.Geეროვნული კინოცენტრი და წიგნის ეროვნული ცენტრი აცხადებს ერთობლივ კონკურსს სცენარის განვითარებაზე, რომელიც 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100  წლისთავს მიეძღვნება.

კონკურსის მიზანია, შეირჩეს  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 5 სცენარი, რომელთა განვითარებისთვის კინოცენტრი გამოყოფს საკონკურსო ფონდს 75 000 ლარის ოდენობით.


კონკურსის მონაწილეობის მსურველთათვის – სცენარისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და რეჟისორებისთვის, კინოცენტრი და წიგნის ცენტრი მოაწყობს გასვლით სამუშაო შეხვედრას. შეხვედრაზე ლიტერატურის მცოდნეები მონაწილეებს კინოსთვის საინტერესო ლიტერატურულ ტექსტებს გააცნობენ და შეეცდებიან დაეხმარონ კინემატოგრაფისტებს ფილმის სცენარის თემების შერჩევაში. ლიტერატურის მცოდნეები ამ შემთხვევაში შეასრულებენ მედიატორის როლს ლიტერატურასა და კინოს შორის.