LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოფესტივალ BIAFF-ს ბათუმში ოთარ იოსელიანი და მერაბ ნინიძე დაესწრებიან

Ardaidardo.Geსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში,  13-20 სექტემბერს გაიმართება.

 

2015 წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 ქვეყნის 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 40 მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი.

ფესტივალზე მოწვეული არიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და აზიიდან, მთლიანობაში კინოფესტივალს 70-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის ოთარ იოსელიანი, მერაბ ნინიძე, ნასტასია კინსკი, ლანა ღოღობერიძე, ნიკი კარიმი, მაია კომოროვსკა, ზელიმირ ზილნიკი,  ბაკურ ბაკურაძე და სხვა.

ფესტივალის მენეჯერი,ზვიად ელიზიანი:

კინოფესტივალი 13 სექტემბერს ოთარ იოსელიანის ახალი ფილმით გაიხსნება, რომელიც ლოკარნოში აჩვენეს. ის ფილმები, რომლებიც ჩვენი ფორმატის შესაბამისად, არაკომერციულ ნამუშევრებს წარმოადგენს, გარდა რამდენიმე ქართული ფილმისა, ქართველ მაყურებელს არ უნახავს და პირველად სწორედ ბათუმში ექნება მათი ხილვის შესაძლებლობა. ვაჩვენებთ როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან სურათებს.

წელს პროგრამა რამდენიმე სექციისგან შედგება, საკონკურსო და არასაკონკურსო ნამუშევრები, მოწვეული სტუმრის რეტროსპექტივა და სხვა.

ჩვენი ფესტივალი უკვე მეათე წელიწადია, ტარდება და ყოველწლიურად პროგრამა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. ადგილობრივი მედიაც ფართოდ აშუქებს და უცხოური პრესაც დაინტერესებულია.

ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში ქალაქს უამრავი ტრენერი ეწვევა ვორქშოფების ჩასატარებლად.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

ნინო მურღულია