LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იხსნება

Ardaidardo.Ge10 სექტემბერს, საღამოს შვიდ საათზე, ბათუმის კულტურის ცენტრში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება. პირველ კონცერტზე ელისო ბოლქვაძე და ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, რომელსაც ფრანგი ლორან პეტიჟერარი უდირიჟორებს, პეტრე ჩაიკოვსის პირველ საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებენ.

მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში 10-დან 15 სექტემბრამდე გაიმართება. BATUMI MUSIC  FEST მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირა“  ინიციატივით ტარდება.

 

წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები საფრანგეთიდან, ამერიკის შერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან.

დასკვნითი საღამო 15 სექტემბერს პიაცაზე გაიმართება, კონცერტიდან შესული თანხა კი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფონდში გადაირიცხება, ფონდი სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლადაა შექმნილი.

ფესტივალის სპეციალური სტუმარი იქნება ცნობილი ტენორი ზურაბ სოტკილავა.

ფესტივალის დღეების განმავლობაში კლასიკური მუსიკის შედევრები შესრულდება. გარდა ამისა, გაჟღერდება ქართული ფოლკლორიც, ანსამბლ „ქართული ხმების“ შესრულებით. გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.