17 სექტემბერს მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალ, 88-ე სეზონს პრემიერით ხსნის. სპექტაკლი „მეფე ლირი თავშესაფარში“, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით დაიდგა.
ეს გახლავთ სპექტაკლი-აქცია, რომელიც დღევანდელ ყოფას ეხმიანება. მოქმედება ქალაქის ცენტრში მოხუცებულთა თავშესაფარში ვითარდება, სადაც ათიოდე მოხუცებული ხარბ, შეუბრალებელ ადამიანებს ებრძვის. ეს არის წარმოდგენა იმის შესახებ, როგორები ვართ და როგორები არ უნდა ვიყოთ.
სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ბაღათურია გახლავთ, მხატვარი – აივენგო ჭელიძე, კომპოზიტორი:ლექსო ტურიაშვილი. მონაწილეობენ: ნინო არჩაია, მაკა გოგიჩაიშვილი, ქეთევან ქიტიაშვილი და სხვანი.

