LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში საბავშვო ბაღის ტერიტორიას დარაჯობდა

გამსახურდიას 23 ნომერში მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში საბავშვო ბაღის იმ ტერიტორიას დარაჯობდა, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება, ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

სამშენებლო კომპანიამ მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე გუშინ გამთენიისას შეიყვანა. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ავარიული კორპუსია, დემონტაჟი და ახალი მშენებლობა კი მათ საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

მათ მოთხოვნებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც იზიარებენ.