LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 150 მოქალაქე თურქეთიდან დაბრუნებას ვერ ახერხებს

საქართველოს 150 მოქალაქე თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. როგორც „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მგზავრი, ირინა საყვარელიძე წერს, მგზავრებს შორის ბავშვებიც არიან.

„კომპანია – “აირზენას” და “Alltours” -ის დამსახურებით, საქართველოს 150 მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები-ვიმყოფებოდით ანტალიის აეროპორტში დღის 4 საათიდან ღამის 1 საათამდე, ( Alltours-მა არ ჩაურიცხა “აირზენას” ფრენის ნაწილი საფასური, როგორც გავარკვიეთ და აირზენამ ფრენა გააუქმა… დაგვტოვა ჰაერში(ნეტა ჰაერში მაინც ვყოფილიყავით) welcome to Georgia:) გაოცებულმა,

ანტალიის აეროპორტის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ “აირზენამ” – უარი გვითხრა- წყალი და საკვები მოგცეთ და თუ კიდევ ერთხელ შევაწუხებთ თქვენ დაბინავებაზე, საქართველო თურქეთს საჰაერო გზას ჩაუკეტავსო(ეს იმედია, “აირზენას” არაპროფესიონალი, უცოდინარი ახალბედა თანამშრომლის ნაბოდვარია). ღამის 1-დან 2 საათამდე ვიჯექით ქუჩაში და ველოდებოდით ავტობუსს.

კვლავ, თურქეთის აეროპორტის თანამშრომლებმა იზრუნეს ჩვენს ჩაბარგებასა და გადანაწილებაზე. დაახლოებით 30 წუთია დაგვაბინავეს “სასტუმროში” – სადაც თეთრეულიც კი არ არის გამოცვლილი. ხვალ, ან ჩამოფირინდება “აირზენას” თვითმფრინავი ან არა. ისევ გაურკვევლობაში ვართ. ფოტოზე ხედავთ, ანტალიის აეროპორტის წინ მძინარე – ნინულა გაგავას, რომელიც 2 წლის და 11 თვისაა, რომელმაც 10 დღე დაისვენა და მე-11 დღეს მისი, როგორც ბავშვის, მოქალაქისა და ადამიანის უფლებები დაარღვიეს,” – წერს საყვარელიძე.

“ფორტუნა” კომპანიებთან შეეცდება გაარკვიოს, რა გახდა მგზავრების შეფერხების მიზეზი.