LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზინის პიანინოს საოცარი შესაძლებლობები

ბრიტანულმა სტარტაპმა Roli თავისი გახმაურებული, რეზინის საფარიანი სინთეზატორის Seaboard-ის მცირე და ხელმისაწვდომი ვერსია წარმოადგინა. 37 კლავიშიანი უფროსი ძმისგან განსხვავებით, Seaboard rise-ს  25 კლავიში აქვს, თუმცა თითების სხვადასხვა მოძრაობებით შესაძლებებლია უამრავი ხმოვანი ეფექტის მიღწევა.

შემცირებული ზომის ხარჯზე საგრძნობლად დაიწია სინთეზატორის ფასმაც, თუ Seaboard Grand-ი 2000 დოლარი დაგიჯდებოდათ, Rise-ის შეძენა 800 დოლარად შეგიძლიათ. ნახეთ ვიდეო და თავად შეაფასეთ Seaboard Rise-ის შესაძლებლობები.