LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუსმინეთ მუსიკას წყალქვეშ – სიახლე კომპანიისგან Boombotix

სან ფრანცისკოში არსებულმა კომპანიამ Boombotix 4 დუიმიანი უსადენო დინამიკი Boombot pro წარმოადგინა. ამიერიდან საყვარელი სიმღერების  მოსმენას წყალქვეშ შეძლებთ, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ.

Boombot pro წყალგამძლეა და 1 მეტრის სიღრმეზე თავისუფლად მუშაობს.  პორტატული დინამიკი 120 დოლარი ღირს, გააჩნია ხმოვანი ბრძანებების ფუნქცია, მუშაობის რეჟიმში 6 საათს ძლებს და თავსებადია ნებისმიერ მობილურ მოწყობილობასთნ  Bluetooth-ის მეშვეობით.