„ჭკვიან სახლს ჭკვიანი ნივთები“ – ასეთი სლოგანით და ახალი პროდუქტით წარსდგა მომხმარებლის წინაშე ჰოლანდიური კომპანია Philips. ბოლო წლების განმავლობაში კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს სამომხმარებლო პროდუქციას და ჯანდაცვას. სიახლე კი ჭკვიანი კბილის ჯაგრისია სახელად Sonicare for Kids, რომელიც დაეხმარება თქვენს პატარას კბილების საფუძვლიანად გამოხეხვის ჩვევა გამოიმუშაოს, თანაც ამას თამაშით და ხალისით გააკეთებს.
ჭკვიანი ჯაგრისი 49.90 დოლარი ღირს, თუმცა მისი სრულყოფილად გამოყენებისთვის ასევე დაგჭირდებათ პლანშეტი, რომელიც ოპერაციულ სისტემაზე iOS იმუშავებს. სპეციალური თამაშის მეშვეობით, ბავშვი ბოროტ ბაქტერიებს შეებრძოლება და ამავდროულად ისწავლის კბილების სწორად გამოხეხვასაც.
https://www.youtube.com/watch?t=1&v=-puvX_mceQM
