LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერა, რომელიც ფილმის გადაღებას გაამარტივებს

Go pro-ს საპასუხოდ, რომელიც აქტიურად მუშაობს უპილოტო მფრინავი აპარატის შექმნაზე, დრონების მწარმოებელმა კომპანიამ DJI წარმოადგინა ორი ახალი კამერა უკვე არსებული დრონისთვის Inspire 1.

აქამდე გამოშვებულ საჰაერო კამერებს შორის, X5 და X5R პირველი კამერებია, რომლებიც აღჭურვილია Micro Four Third სენსორებით. თითოეული კამერა იღებს ფოტოებს გაფართოებით 16 მეგაპიქსელი და 4K ვიდეოს სიხშირით 30 კადრი წამში.

340 გრამიანი კამერების მფლობელს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს აპერტურა და ლინზის ფოკუსი მაშინაც კი, როცა Inspire 1 ჰაერშია. ფრენის რეჟიმების და მართვის მექანიზმების სიმრავლით Inspire 1 უკონკურენტოა. კამერები კი არა მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლებით, არამედ ფასითც გამორჩეულია. X5 2599 დოლარი, ხოლო X5R 7999 დოლარი ეღირება.