LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხოების ახალი სისტემა ბაიკერებისთვის

გამოგონება, რომელმაც შესაძლოა მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

უსაფრთხოების ბალიშებს არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, მაგრამ ეს  მხოლოდ ავტომობილების მფლობელებს ეხება, სამწუხაროდ ბაიკერებისთვის უსაფრთხოების ასეთი სისტემა მიუწვდომელია. თუმცა, გამოსავალი არის. კომპანიამ Dainese ორბორბლიანი ტრანსპორტის მოყვარულებისთვის, გამოიგონა სპეციალური ქურთუკი, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში მომენტალურად იბერება და მფლობელს სერიოზული ტრავმებისგან იცავს.

Misano 1000 გარანტირებულად იცავს შიდა ორგანოებს, გულ-მკერდს, კისერს, ნეკნებს და ლავიწის ძვლებს. მოწყობილობა ავტომატურად ირთვება 6 სენსორის წყალობით, რომლებიც ქურთუკის სხვადასხვა ნაწილებშია განთავსებული. გარდა ამისა, შემქმნელებმა გამოგონებას დაამატეს  GPS მოდული, იმისათვის, რომ უფრო სწრაფად აღმოუჩინონ დახმარება დაშავებულს. ასეთი მოტო-ქურთუკი ნოემბერში გამოვა გაყიდვაში და მისი ფასი 1699 დოლარი იქნება.