ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბობი ბრაუნი გარდაცვლილი ქალიშვილის, კრისტინას ხსოვნის საპატივსაცემოდ ქალების თავშესაფარს გახსნის.
უიტნი ჰიუსტონისა და ბობი ბრაუნის ერთადერთი ქალიშვილი ექვსთვიანი კომის შემდეგ, ივნისში გარდაიცვალა. გოგონა იანვარში საკუთარი სახლის აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ბობი კრისტინას ნათესავები მიიჩნევენ, რომ გოგონა გამუდმებით ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლისგან, ნიკ გორდონისგან. ისინი მიიჩნევენ, რომ მეუღლე ყუერადღებიანი რომ ყოფილიყო, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
