ამიერიდან, კიმ კარდაშიანის ცხოვრებაში მომხდარი სიახლეებისთვის თვალ-ყურის დევნება უფრო მარტივად შეგეძლებათ. გუშინ ახალი ვებ-გვერდის kimkardashianwest.com პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ცნობილი ქალბატონი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
საიტზე თავისი თაყვანისმცემლებისთვის კიმმა სტილის გიდი, მაკიაჟის მასტერ-კლასები, საშინაო არქივიდან კადრები, მოდის ექსპერტებთან ექსკლუზიური კადრები და ბევრი სხვა საჭირო ინფორმაცია წარმოადგინა. კონტენტის ნახევარი ხელმისაწვდომი სპეციალური გამოწერის საშუალებით იქნება, რომლის ღირებულებაც თვეში 2,99 დოლარს შეადგენს.
იმ შემთხვევაში თუ „ინსტაგრამზე“ მისი გამომწერების (46 მლნ.) ნახევარი გადაიხდის თანხმას საიტის დაფარული ჩანაწერების წასაკითხად, კიმი თვეში დამატებით 60 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ კიმი ერთადერთი არ არის კარდაშიანების ოჯახიდან, რომელმაც ფულის გამომუშავება ამ გზითაც გადაწყვიტა. მისმა დებმა, ქლოე კარდაშიანმა და კაილი ჯენერმა საკუთარი მობილური აპლიკაციები წარმოადგინეს. ამ უკანასკნელმა კი ფასიან გამომწერებს მკერდის გადიდების მასტერ-კლასები შესთავაზა. 18 წლის კაილის ამ შეთავაზებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ერთ დღეში ის AppStore-ის პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა.

