ამერიკელმა მსახიობმა, ჯონი დეპმა მეუღლის გვარზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მსახიობმა „ჯიმი ქიმელის პირდაპირ ეთერში“ სტუმრობის დროს იხუმრა.
დეპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა მეუღლის, ემბერ ჰერდის გვარზე გადავიდეს, რადგან გათხოვების შემდეგ მას თავად გვარი არ შეუცვლია.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ბევრი ცნობილი ადამიანი გადასულა ცოლის გვარზე. მაგალითად, ჯგუფ The White Stripes-ის ვოკალისტმა, ჯეკ უაიტმა, რომელიც სინამდვილეში გვარად გილისია, მეუღლის, მერი უაიტის გვარზე გადასვლა მოინდომა. ხოლო ლეგენდარული ჯონ ლენონი ჯონ ონო ლენონი იოკო ონოსთან ქორწინების შემდეგ გახდა.
