LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე: „ახლა საუკეთესო პერიოდი მაქვს…“

Ardaidardo.Geმაკა ზამბახიძე ძალიან აქტიურად შეუდგა საკუთარ სოლოკარიერას და მალე ახალ კლიპსაც შემოგვთავაზებს. ახლახან „საბას“ დაჯილდოების ცერემონიაზე ვატო კახიძის ორკესტრთან და რამდენიმე მომღერალთან ერთად, კახიძის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა შეასრულა. თუმცა ეს პროექტის არასრული ვერსია იყო. სრულ ვარიანტს კი ნოემბერში ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში მოვისმენთ.

მაკა ზამბახიძე:

 

კარიერაში ახლა მართლაც საუკეთესო და ძალიან საინტერესო პერიოდი მაქვს. ვატო კახიძესთან ერთად დაახლოებით ექვსი თვეა ვმუშაობთ იმ შემადგენლობით, როგორიც „საბაზე“ იხილეთ. მაისში ჯანსუღ კახიძის ცენტრში რამდენიმე კონცერტი გავმართეთ, შესრულდა ვატო კახიძის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა. ამ პროექტის გაკეთებას დიდი ხანია ფიქრობდა. „საბაზე“ მისი შემოკლებული ვერსია იხილეთ.

გვექნება კვლავ მოსმენის შესაძლებლობა?

6 და 8 ნოემბერს კახიძის ცენტრში ისევ გამეორდება ეს პროექტი. მასთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა მინდა. ჩემს მეუღლეს პირველ კონცერტზე მოსაწვევი მივეცი. იმდენად მოეწონა, რომ შემდეგ კონცერტებზე თავად შეიძინა ბილეთი და კიდევ ორჯერ დაესწრო. ამით იმას ვუსვამ ხაზს, რომ ჩვეულებრივი მსმენელისთვისაც ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი მუსიკალური პროექტია.

ამ კონცერტებზე შევასრულე ერთი სოლოსიმღერაც და ასევე დუეტიც, რომელიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია.

სხვათა შორის, წინ ბევრი გეგმა მაქვს. იმ შემადგენლობით, რაც უკვე იხილეთ „საბაზე“ და ასევე კვარტეტს, მე, ნეკა სებისკვერაძეს, გიორგი სუხიტაშვილსა და გოგა მესხს ბუკა კარტოზიასთან, რომელთანაც ცალკე რეპერტუარს ვამზადებთ საახალწლოდ.

ნინო მურღულია