LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალი თეატრი სეზონს 24 სექტემბერს გახსნის

Ardaidardo.Ge„თავისუფალი თეატრი“, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 24 სექტემბერს სეზონის გახსნაზე წარადგენს სპექტაკლს „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“. სპექტაკლს საფუძვლად დაედო მაკკოი ხორასის ამავე სახელწოდების რომანი, თუმცა თეატრი მას განსხვავებული, საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგენს.

 

მოქმედება ხდება დღევანდელ საქართველოში, ტელეშოუ „საცეკვაო მარათონის“ საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, იმარჯვებს ის წყვილი, ვინც ბოლომდე გაუძლებს მარათონს. შოუს წამყვანი დიქტატორს ემსგავსება, წყვილები კი ყველაფერს აკეთებენ გასამარჯვებლად.

 

პიესის ავტორი ავთო ვარსიმაშვილი გახლავთ, მხატვარი შოთა ბეგალიშვილი, კოსტიუმები თეო კუხიანიძემ შექმნა, ქორეოგრაფიაზე იმუშავა მარიამ ალექსიძემ.

 

მონაწილეობენ ჯაბა კილაძე, სალომე ჭულუხაძე, მამუკა მუმლაძე და სხვანი.